ორშაბათი, 2025-02-03, 10:53 PM

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 30 » New Year..
2:20 PM
New Year..

http://www.youtube.com/watch?v=lkN5M-nJx6A

ჩართეეეთ :*:*:*

 


1930–იან წლებში, ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგია იბრძოდა ძველი ტრადიციების წინააღმდეგ და შესაძლოა, ესნაძვის ხესაც შეხებოდა. ამიტომაც, ზოგიერთი ადამიანი, ნაძვის ხის სახლში წასაღებად იყენებდა კონტრაბასისფუტლარს, რათა არასასურველი თვალისგან დაეფარა მისი სახლში მიტანა..







არგენტინა

ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძელ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე, რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.







ავსტრალია

ახალი წლის დღეს, სიდნეის პლაჟებზე შესაძლებელია საცურაო კოსტიუმშ გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს.






მიანმარი

იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობის გამოხატვაა.







ბულგარეთი

ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშბლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბუგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.







მიკრონეზია

მიკრონეზიის ერთ–ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ ახალ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა.








შოტლანდია

ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის სირები 12–ს მიუახლოვდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარუს უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს. ახალი წლის ღამეს სახლში შავთმიანი მამაკაცის შესვლა კარგის ნიშანია.







საბერძნეთი

ბერძძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში მისვლისას მასპინძელს ეუბნებიან: „დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით მძიმე იყოს".






სუულ ეს იყოოო :* იმედია მოგეწონააათ <33




კატეგორია: ♥ christmas mood ♥ | ნანახია: 592 | დაამატა: :tamo: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1
* 1 Gvanca-   (2013-11-30 7:02 PM) [Entry]
ooo.. sainteresoo iiyoo v

0
* 2 :tamo:   (2013-11-30 11:36 PM) [Entry]
:*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]